საევაკუაციო გეგმა არის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ხანძრის დროს სწორი და დროული ევაკუირებისთვის. მასზე დატანილია  შენობა-ნაგებობის ზუსტი გრაფიკული გამოსახულება სართულების მიხედვით ასევე ნიშნებით  გამოსახულია საევაკუაციო გზები და გასასვლელები, სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობები და ა.შ. გარდა გრაფიკული ნაწილისა, საევაკუაციო გეგმა მოიცავს ტექსტურ ნაწილსაც, სადაც განმარტებულია გეგმაზე დატანილი ნიშნების განმარტებები და საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ნომრები.

ჩვენ გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის შემუშავებას და დამზადებას  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის  -   საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 (დანართი N1)- სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ - შესაბამისად.  საევაკუაციო გეგმის შესადგენად საჭიროა შენობა-ნაგებობის  შიდა აზომვითი ნახაზი, ასეთი ნახაზის  არ არსებობის შემთხვევაში ჩვენი პროფეიონალთა გუნდი დაგემხმარებათ მის გაკეთებაშიც.